34 წლის პოეტი და მთარგმნელი ნინო ნეკერიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა

34 წლის პოეტი და მთარგმნელი ნინო ნეკერიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა4 ოქტომბერს დილით მოულოდნელად გარდაიცვალა ქართველი პოეტი და მთარგმნელი, 34 წლის ნინო ნეკერიშვილი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მას ნინა სტარკ-ნე­კე­რის სა­ხე­ლით იც­ნობ­და. მისი ცნო­ბი­ლი თარ­გმა­ნე­ბია: ჯონ ბო­ი­ნის “ბიჭი ზო­ლი­ან პი­ჟა­მა­ში”, კა­სან­დრა კლე­რის “მე­ქა­ნი­კუ­რი პრინ­ცე­სა” და “ზე­ცი­უ­რი ცე­ცხლის ქა­ლა­ქი”…

ნინო ნე­კე­რიშ­ვი­ლის ლექ­სე­ბი შე­სუ­ლია რამ­დე­ნი­მე პო­ე­ტურ კრე­ბულ­ში.
პო­ე­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ მისი მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ.ერთ-ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნე­კე­რიშ­ვილ­მა ორი დღის წინ მცი­რე ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და თავს კარ­გად გრძნობ­და, თუმ­ცა უც­ნო­ბია, არის თუ არა კავ­შირ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან ეს ფაქ­ტი.

“ჩემი ლამაზთვალება, სიცოცხლით სავსე, ჭკვიანი და ნიჭიერი ნინიკო!… სად გაიქეცი, ნიიინ? გეგონა, იქ ჩვენზე მეტად ეყვარებოდი ვინმეს? ვტირი? არა! ვღრიალებ მას მერე, რაც გავიგე შენი ამბავი!

ძალიან მიყვარდი და ძალიან მიყვარხარ! ჩემნაიროოოოო! გახსოვს, რამდენს ვიცინოდით, “ჩემნაიროს” რომ გეძახდი?
ღმერთოოოოო! არ მჯერა და რა ჩემი ბრალია?!
ხალხოოოო, დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი: ნინო ნეკერიშვილი! გოგონა, რომლის ნიჭიც ნამდვილად დააკლდება საქართველოს!” – წერენ მისი მეგობრები და ავრცელებენ მის ლექსებს. რამდენიმე მათგანს თქვენც გთავაზობთ:

მამას

მა,
მუხლზე სული შემიბერე,
ეზოში ხელი მკრეს, დავეცი.
თოვლზე დახატული ბაჭია
ჩემი ბავშვობისკენ გაიქცა.

მა,
შენი პატარა ნინუცა,
ახლა სევდიანი ქალია,
იმდენჯერ დაუშვა ხელები
უღონოდ… იმდენის ვალი აქვს…

მა,
შენი გულისთვის რამდენი
ვითმინე, რამდენსაც ავიტან…
გამიშვი… უფლება მომეცი
ზეციურ

მამასთან წავიდე.

მა,
შენ ხომ იცი რა ძნელია,
ყოველთვის იარო სწორი გზით…
გამიშვი, რომ გზები ამებნეს
და ისევ ჩვენს სახლში მოვიდე…

მა,
შენი პატარა გოგონა
ახლა სულდაღლილი ქალია.

ევოლუცია

ჩემს წითურ თმაში გაიხლართე,
როგორც მახეში,
მსუნთქავ და გიპყრობს არომატი
ველური კენკრის,
და შენ – ტომების მბრძანებელი,
ჩვევაუხეში,
ჩემს ალერსს,
როგორც ჩიტი – მაყვალს,
მსუბუქად კენკავ.

მე ვიცი –
ასე მშვიდად გავა ათასი წელი,
(დრო ხავსგამოკრულ გამოქვაბულს
ვიდრე დაამხობს,)
უბრალოებას შევეჩვევით
დროში გაწელილს:
მე ვუდარაჯებ ცეცხლს და სითბოს,
შენ მოკლავ ხოხობს…

და რა თქმა უნდა,
გვიპოვნიან ერთ დილას, მზიანს,
და რა თქმა უნდა,
დაგვარქმევენ რატომღაც სახელს,
მეცნიერები,
მე ვიქნები ყველასთვის მზია,
შენ ალბათ ზეზვა,
ჩვენს ძვლებს ნახავს სულელი ხალხი

და ეგონებათ ამერიკა აღმოაჩინეს…
უსახელოდ კი ჩვენ ცხოვრება
მარტივი გვქონდა,
შენ მე მიცავდი, მე კი ვკრეფდი
პიტნას და ქონდარს,
რომ სისუსტისას
ჩემებურად გადამერჩინე…

ჩემს წითურ თმაში თავი ჩარგე,
ვნების მახეში,
მერე რა, თუკი
უკვდავება მართლაც მითია,
დროს თუ აქვს სახე,
ხელთათმანი ვტყორცნოთ სახეში
და ერთმანეთით დავტკბეთ,
სანამ ცეცხლი გვინთია.

მშობლები