9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობის გამოძიებას გახარიას პირველი მოადგილე საბანაძე უხელმძღვანელებს

9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობის გამოძიებას გახარიას პირველი მოადგილე საბანაძე უხელმძღვანელებსგორში ცხრა წლის ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 9 წლის ნანა ბერიაშვილი სამართალდამცველებმა ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.

ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება,”-ნათქვამია განცხადებაში.