ბასილაშვილი გამარჯვებებს აგრძელებს

ბასილაშვილი გამარჯვებებს აგრძელებსქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჯერად შანხაიში მიმდინარე მასტერსზე იღებს მონაწილეობას და ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი ბარიერი უკვე დაძლია. ნიკამ დენის შაპოვალოვი დაამარცხა ანგარიშით 6:2, 6:2. ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ანდრეი ზვერევი იქნება, რომელიც ამჟამად რეიტინგში მე-5 პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება ბასილაშვილს, ის მსოფლიოს 22-ე ჩოგანი გახდა, რაც ჩოგბურთში ძალიან მაღალი ადგილია. შეგახსენებთ რომ გასულ კვირას ნიკამ პეკინში მიმდინარე ტურნირი მოიგო, სადაც ფინალში ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა.