ექიმების მიერ ზურაბიშვილისთვის შეწირული 200.000 ლარი – აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართა

ექიმების მიერ ზურაბიშვილისთვის შეწირული 200.000 ლარი - აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართამედიკოსების მიერ სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში აუდიტის სამსახური სასამართლოს შემომწირველების საბანკო გადარიცხვებისა და შემოსავლების დაინტერესების თხოვნით მიმართავენ.
აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ სასამართლოსგან ითხოვენ ნებართვას, მიიღონ წვდომა შემომწირველების დეკლარირებულ შემოსავლებზე.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 9 ოქტომბერს უკვე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რათა მიიღოს წვდომა იმ შემომწირველთა დეკლარირებულ შემოსავლებზე, რომლებმაც 1-5 ოქტომბრის პერიოდში სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ შემოწირულებები განახორციელეს“, – ამბობენ აუდიტის სამსახურში.

პროცესს აკვირდება მესამე სექტორიც, რომელიც ეჭვობს, რომ ექიმებს “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ათობით ათასი ლარის შეწირვა აიძულეს.

სამოქალაქო სექტორმა ექიმების მიერ გადარიცხული 200 ათასი ლარის წარმომავლობის გარკვევა აუდიტორებისგან მას შემდეგ მოითხოვა, რაც ჩაჩავას კლინიკის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კინტრაიამ 20 ათასი ლარის გადარიცხვის შემდეგ, „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი არ არის.

ნიუპოსტი