“ინტერვიუს დროს ვნახეთ, როგორ შეიძლება აიტანო უზრდელობა” – თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილზე

"ინტერვიუს დროს ვნახეთ, როგორ შეიძლება აიტანო უზრდელობა" - თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილზეიუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ შეაფასა. მისი თქმით, ყოფილი პრემიერის პასუხები ძალიან საინტერესო იყო.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო საინტერესო, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელიც რესპონდენტიც არის, ასევე მედიატორობს დისკუსიების დროს, აიტანოს ყველანაირი შეკითხვა. უფრო მეტიც, არა მხოლოდ ისინი აიტანოს, არამედ დეტალური პასუხებიც გასცეს და აიტანოს ისიც, როდესაც მას უზრდელად ექცევიან” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.