ირაკლი კვირიკაძემ და ელენე მახარაშვილმა ამერიკაში ხელი მოაწერეს

მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ და მოდელმა ელენე მახარაშვილმა, რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ, ოფიციალურად იქორწინეს. წყვილმა ხელი ამერიკაში მოაწერა და წვეულება მოაწყო.

წვეულებაზე შეკრებილები იყვნენ მათი მეგობრები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.

ელენეს საკუთარი ხელის მოწერის ცერემონიალზე ორიგინალური თეთრი კაბა, ხოლო ირაკლის თეთრი პერანგი და შავი შარვალი ეცვა.

ნინო ქორიძის ვაჟი ელენე მახარაშვილზე დაახლოებით ერთი წლის წინ დაინიშნა.

წყვილი ამერიკაში ცხოვრობს, სადაც ორივეს წარმატებული სამოდელო და სამსახიობო კარიერა აქვს.

ირაკლი კვირიკაძე ფართო აუდიტორიამ რეზიკო გიგინეიშვილის ფილმიდან “მძევლები” გაიცნო, სადაც გეგა კობახიძის როლს თამაშობს. ამ როლისთვის ირაკლი “ბერლინალეზე” ევროპის საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა.

ის ამჯერად მუშაობს ჰოლივუდურ კინოპროექტზე, სადაც პარტნიორობას ენტონი ჰოპკინსი უწევს.

კინოსურათის რეჟისორი დანტე სპინოტია.

პროექტში ითამაშებენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები, ასევე ალენ დელონის შვილიშვილი.

ფილმზე კიდევ ერთი ქართველი მხატვარი ლაშა ზამბახიძე მუშაობს, სწორედ მან გააცნო ირაკლი რეჟისორ დანტე სპინოტის.

რეიტინგი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019