მამუკა ნაცვლიშვილი – „ისინი არიან ნამუსგარეცხილი ხალხი, არც კი მოუსამძიმრებიათ. ირონიულად საუბრობდნენ”

მამუკა ნაცვლიშვილი - „ისინი არიან ნამუსგარეცხილი ხალხი, არც კი მოუსამძიმრებიათ. ირონიულად საუბრობდნენ”მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა მამუკა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ბრალდებულ ნოდარ გრიგალაშვილის ოჯახს მცდელობა აქვს “მათი შვილი ანგელოზად გამოიყვანონ”.

„ისინი არიან ნამუსგარეცხილი ხალხი. მეგონა, რომ სანამ ლადო გრიგალაშვილის დედა დაიკითხებოდა, კიდევ რაღაც სინანულის გრძნობა აწუხებდათ. არც კი მოუსამძიმრებიათ. ირონიულად საუბრობდნენ. ჩვენებაში თქვეს, რომ ღირსეული შვილი მყავსო და ანგელოზად გამოიყვანეს.

როგორც ზაქარია გრიგალაშვილმა თქვა, მან საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა. მე შეხვედრაზე მინისტრი დამპირდა, რომ გაერკვეოდა სიტუაციაში, თუმცა რა მოხდა იქ, უკვე აღარ ვიცი”, – განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

ლადო გრიგალაშვილის მამის ზაქარია გრიგალაშვილის თქმით, არ ჯერა რომ მისმა შვილმა შეყვარებული მოკლა.

ნიუპოსტი