მაურო იკარდი: ”მინდოდა მესის ინტერთან ეთამაშა”

მაურო იკარდი: ”მინდოდა მესის ინტერთან ეთამაშა”მილანის ინტერის ფორვარდი მაურო იკარდი მესის ტრავმას გამოეხმაურა და თქვა რომ მისთვის ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი. იკარდის აზრით მესის გარეშე ბარსელონასთან შეხვედრა შედარებით ნაკლებად საინტერესო იქნება:
”მინდა მესის ჯანმრთელობა ვუსურვო, რადგან ის უდიდესი ფეხბურთელია და მის გარეშე ფეხბურთი არ არსებობს. მინდოდა მესის ჩვენს წინააღმდეგ ეთამაშა, მაგრამ ვერაფერს შევცვლი”–განაცხადა იკარდიმ. ბარსელონა ინტერს 24 ოქტომბერს დაუპირისპირდება.