ნინო ლომჯარია – ”მირზა სუბელიანი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია”

გლდანის მერვე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი სახალხო დამცველმა მოინახულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ სუბელიანს არ აქვს სურვილი, კონკრეტული პასუხები გასცეს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს.

ომბუდსმენის თქმით, სუბელიანი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება.

„გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი მისი მონაწილეობით, ამას მოჰყვა გუშინ საღამოს მისი მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობა, ჩემი აქ მოსვლის მიზეზი იყო დამედგინა, რამდენად არის მისი სიცოცხლის უფლება დაცული, შევთავაზე სახალხო დამცველის დახმარება, ძირითადად ამაზე იყო საუბარი, რა თქმა უნდა, დავუსვი ყველა შეკითხვა, თუმცა ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს.

ძირითადად საუბრობს ხორავას ქუჩის საქმეზე, რომ ძალიან განიცდის და თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს, ვადასტურებ, რომ არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, როგორც გვითხრეს, ტარდება ყველაფერი, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალში იქნეს აღმოფხვრილი. გვქონდა გარკვეულ საკითხებზე საუბარი, თუმცა, კონკრეტული პასუხები არ ყოფილა და არც აქვს სურვილი, ამაზე საჯაროდ რომ ვისაუბრო.“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018