პიკასო “ფარული კონვერტის” წინააღმდეგ – “რუსთავი 2_ში 5.900 ლარი მოვიგე, მითხრეს, ფული სალომე ზურაბიშვილმა გადაგიხადოსო”

პიკასო "ფარული კონვერტის" წინააღმდეგ - "რუსთავი 2_ში 5.900 ლარი მოვიგე, მითხრეს, ფული სალომე ზურაბიშვილმა გადაგიხადოსო"“ქუჩის ბიჭების” მომღერალი ირაკლი ნოზაძე აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “ფარულ კონვერტში” მოგებული თანხა იმის გამო არ გადაუხადეს, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში გამოჩნდა.

“როგორც ჩანს ნიკა გვარამიამ კარგად დამიმახსოვრა! კიდევ ერთი ამბავი სად არის სიმართლე, ევროპა, დემოკრატია…ცოტა ხნის წინ “რუსთავი 2”- ის პროექტ ფარულ კონვერტში 5.900 ლარი მოვიგე, გადაცემა რამდენიმე დღეში ეთერში უნდა გასულიყო. როცა დავინტერესდი და დავრეკე, მითხრეს მომავალ ორშაბათს გავაო. მერე არჩევნებია და ეთერში არ გადისო.

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში გამოჩენისთანავე დამიკავშირდა გადაცემის ერთ-ერთი პროდუსერი (ეკა) და მითხრა – ფული სალომემ გადაგიხადოსო! ამას ვამბობდი, სწორედ ეს არის სწორი საქციელი, ევროპაც და მათი თვალით დანახული დემოკრატიაც. მიუხედავად იმისა, რომ ვმეგობრობ ამ გადაცემის პროდიუსერებთან და ვაფასებ მათ ნიჭიერებას და მეგობრობას, მაინც ძალიან მეწყინა.

ბევრი ფული ნამდვილად არ მაქვს, თუმცა რახან ასეა, მირჩევნია ეს 5.900 ლარი “რუსთავი 2″- ელებმა გაინაწილონ!”, – წერს ირაკლი ნოზაძე.

პრაიმ ტაიმი