რუსუდან ფეტვიაშვილი ციხის ჩანაწერებზე – ”37 წელთან პარალელებს ვხედავ”

პარალელები 37 წელთან – მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი იმ ჩანაწერს ეხმაურება, რომელიც გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელდა.

უკანონო ბანდფორმირებები, ადამიანების გატაცება და წამება, მოწმეებზე ზეწოლა სასურველი ჩვენებების მისაღებად, არაფორმალური მმართველობა, ტერორი ხელისუფლების დაკვეთით და ტოტალური კორუფცია – ფაქტები, რომელზეც ჩანაწერშია საუბარი, რუსუდან ფეტვიაშვილს 37 წლის რეპრესიების ასოციაციას უჩენს.

„ეს არის ყოვლად დაუშვებელი და არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება ბავშვებს, მოზარდებს. ეს არჩევნებთანაც არის  კავშირში, ქვეყანა უნდა ჩაიგდოს ისეთმა ადამიანებმა ხელში, რომელთაც მისი ბედი აღელვებთ,“-ამბობს ფეტვიაშვილი.

ის ფიქრობს, რომ არსებული ხელისუფლება და მათი მხარდაჭერილი კანდიდატი ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას.

ფეტვიაშვილის თქმით, ის მხარს არ დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს და ღიად აფიქსირებს „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერას.

„პრაქტიკულად ბირჟავიკები არიან თანამდებობაზე“- ასე აფასებს ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი, გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს.

მისი თქმით, მისთვის როგორც მოქალაქისთვის, წარმოუდგენელია, რომ მირზა სუბელიანი და სხვა მასთან მოსაუბრე პირები წყვეტენ ქვეყნის ბედს.

„ეს ადამიანი (ზაზა სარალიძე) ყოველდღე დგას იმ ადგილას, ფეხი არ მოუცვლია, რა ქარცეცხლი არ გამოიარა და მაინც ვერ აღწევს სამართალს. თურმე ეს სამართალი ვიღაცის ჯიბეშია. მე ამ პარტიას 2012 წელს მივეცი ხმა, მე მჯეროდა ოპტიმისტი ვარ და სადღაც კიდევ არ მინდა დავიჯერო,“ -ამბობს თამარ ივერი.

„ცუდ სიზმარში  მგონია თავი, კოშმარში და მაქვს დიდი იმედგაცრუება”- ამბობს მუსიკოსი ირმა სოხაძე და დასძენს, რომ ის  გაწბილებულია.

„2012 წელს კი არა, 2015 და 2016 წლებშიც კი ვერ ვიფიქრებდი, რომ დღეს ასეთი გაწბილება და იმედგაცრუება მექნებოდა“-ამბობს ირმა სოხაძე.

ორი ახალგაზრდას მკვლელობის საქმის გამოუძიებლობა არის მთავარი პროტესტის თემა მსახიობ ასმათ ტყაბლაძისთვის. მისი თქმით, ბოლოს განვითარებული მოვლენები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვიან.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018