სანდრა რულოვსი – ”მე და მიშას 17 ნოემბერს ქორწინების 25 წლისთავი გვაქვს და გვინდა, ეს ზუგდიდში აღვნიშნოთ”

სანდრა რულოვსი - ”მე და მიშას 17 ნოემბერს ქორწინების 25 წლისთავი გვაქვს და გვინდა, ეს ზუგდიდში აღვნიშნოთ”საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ ზუგდიდში მხარდამჭერებთან შეხვედრისას მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში აუცილებელია ცვლილებები.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ ასევე განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტს უნდა ქონდეს საშუალება, რომ როგორც პოლიტიკოსმა იმუშაოს თავისი ქვეყნისთვის. სანდრა რულოვსმა იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნების საშუალება ნოემბერში ექნება:

„ ეს არის განუკითხაობა და მეკითხებიან ხოლმე, მიშა სად არის, მიშა როდის ჩამოვა, მეთქი, მიშა ნამდვილად ჩამოსვლის ხასიათზეა. მე ძალიან მინდა და მას არანაკლებად, რომ ჩვენ 25 წლის ქორწილი გვაქვს 17 ნოემბერს და გვინდა, რომ აქ აღვნიშნოთ ზუგდიდში, თქვენთან ერთად, მესამე პრეზიდენტს უნდა ქონდეს საშუალება, რომ როგორც პოლიტიკოსმა იმუშაოს თავისი ქვეყნისთვის.“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ნიუპოსტი