თემურ ალასანია – ”მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით”

თემურ ალასანია - ”მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით”უკრაინული საიტის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, სადაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთმანეთს თემურ ალასანია და მიხეილ სააკაშვილი ესაუბრებიან. თემურ ალასანია ეხმაურება.

ალასანიას კომენტარს ფეისბუკზე მისი მეუღლე ქეთევან ალასანია ავრცელებს:

„ჩემსა და პრეზიდენტ შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო “მხილებების” ბოლო ჰიტად უნდა იქცეს წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათა ღელვას. შემოვიფარგლები მარტო ორი კომენტარით. ამათ ან ჩვენ ვგონივართ სრული იმბიცილები რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უნდა უპირობოთ გადაყლაპოს. ეს არც ჩემი საუბრის სტილია, განსაკუთრებით გინება და არც ჩემი ხმა. მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით. და მეორე. ეტყობა ძალიან გაუჭირდათ და დამარცხება მათთვის გარდაუვალია. საიდან ვიცი? იქიდან, რომ ოჯახის წევრებზე ქმნიან კომპრომატს.“- ნათქვამია გავრცელებულ კომენტარში.