თეო ტლაშაძე – “ვალის გადასახდელად მეგობართან იატაკზე მეძინა… დეპუტატის ხელფასიდან 20კვ.მ ბინისთვის ყოველთვე ვიხდიდი 255$…”

თეო ტლაშაძე - "ვალის გადასახდელად მეგობართან იატაკზე მეძინა... დეპუტატის ხელფასიდან 20კვ.მ ბინისთვის ყოველთვე ვიხდიდი 255$..."თეო ტლაშაძემ ფეისბუქში დაწერა:

„გამკვირვებია„ და არადა არ მიკვირს, როგორ იძენენ მილიონიან ქონებებს პარლამენტის წევრები,თუ სხვა თანამდებობის პირები?მეც ვიყავი პარლამენტის წევრი და ვიღებდი ხელფასს, ოდნავ ნაკლებს ვიდრე ახლა, აღებული მქონდა იპოთეკური სესხი 20კვ.მ ბინისთვის, ყოველ თვე ვიხდიდი 255$ და როცა მოვრჩი პარლამენტის ვადას, კიდევ რომ მეხადა რამოდენიმე თვის დარჩენილი ვალი, ის სახლი გავაქირავე და მეგობართან გადავედი საცხოვრებლად, სადაც იატაკზე ვიწექით, მასაც არ ქონდა დიდი შესაძლებლობები, ხოდა ეგებ ვინმე ხართ მათემატიკოსი აქ ჩემს სამეგობროში, აქ ეს მეცნიერება არის საერთოდ შუაში თუ?!???”