2019 წლიდან თამბაქოზე აქციზი კიდევ გაიზრდება?

2019 წლიდან თამბაქოზე აქციზი კიდევ გაიზრდება?2019 წლიდან, შესაძლოა, თამბაქოზე აქციზი კიდევ გაიზარდოს. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის წყარომ მიაწოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ წლის ბოლომდე ერთი თვე რჩება და მთავრობას თამბაქოზე აქციზის ზრდაზე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, ინფორმაციის გადამოწმება bm.ge-მ ფინანსთა მინისტრთან სცადა.

კითხვას – იზრდება თუ არა თამბაქოზე აქციზი, ვანო მაჭავარიანმა შემდეგი პასუხი გასცა:

“ჩვენ რაღაც საკითხებზე ვმუშაობთ. ამ ეტაპზე არანაირი კონკრეტული ინფორმაციის თქმა არ შემიძლია. როგორც კი მეტი გვეცოდინება… ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, გადასახადის ნებისმიერ ცვლილებას აუცილებლად ვათანხმებთ მათთან და თუ რაიმე ცვლილება იქნება, იქნება სასიკეთოდ”, – განაცხადა მინისტრმა.