ამერიკის არჩევნებში გარდაცვლილმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ამერიკის არჩევნებში გარდაცვლილმა კანდიდატმა გაიმარჯვაამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების შედეგებს აჯამებენ.

აშშ-ის 6 ნოემბრის შუალედურ არჩევნების წინასწარი შედეგებით, “რესპუბლიკური პარტია” სენატზე კონტროლს ინარჩუნებს, წარმომადგენლობით პალატაში კი პირველად ბოლო 8 წლის განმავლობაში უმრავლეობაში “დემოკრატები” იქნებიან.

ნევადას ოლქში რესპუბლიკური პარტიის გარდაცვლილმა კანდიდატმა დენის ჰოფმა გაიმარჯვა. ის 16 ოქტომბერს, საკუთარ საროსკიპოში, 72-ე დაბადების დღის წვეულების შემდეგ გარდაიცვალა.

საარჩევნო ბიულეტენები მის გარდაცვალებამდე იყო დაბეჭდილი. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ჰოფის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, ის მაინც შემოხაზეს და გამარჯვებაც გარდაცვლილმა კანდიდატმა მოიპოვა.

ნიუპოსტი