ბაღდათში ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაცვლილი ამოასვენეს

ბაღდათში ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაცვლილი ამოასვენესბაღდათის რაიონის სოფელი ოფჩაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, 12-საათიანი სამაშველო ღონისძიების შედეგად ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს.

43 წლის მამაკაცი ჭის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა, როდესაც ჩამოწოლილმა მიწის მასამ ქვეშ მოიყოლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებისას არსებობდა მიწის მასის ჩამოშლის დამატებითი საშიშროება, რაც საფრთხეს უქმნიდა მაშველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რის გამოც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა 15-მეტრიანი ჭის ჯებირების გამაგრებითი სამუშაოები.

მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ნიუპოსტი