ბარსელონა ნეიმარის დაბრუნებას არ გამორიცხავს

ბარსელონა ნეიმარის დაბრუნებას არ გამორიცხავს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნეიმარს ბარსელონაში სურს დაბრუნება და მას პსჟ უკვე მობეზრდა. მსგავსი ინფორმაცია უკვე დიდიხანია ვრცელდება, თუმცა აქამდე ბარსელონა ამ ყველაფერს უარყოფდა.

ამჯერად კი თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, ბარსელონა მზად არის ნეიმარის დაბრუნებაზე იფიქროს და ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს თუ ბრაზილიელი ფეხბურთელი ოფიციალურად იტყვის რომ კატალონიურ გუნდში ისევ სურს თამაში. ნეიმარი პსჟ-ს 2017 წლის აგვისტოში შეუერთდა და მის ტრანსფერში პარიზელებმა 222 მილიონი გადაიხადეს.