დაკარგული ელენე გიორბელიძე უცნობმა ქალმა იპოვა

დაკარგული ელენე გიორბელიძე უცნობმა ქალმა იპოვა11 წლის გოგონას ელენე გიორბელიძე იპოვეს. სკოლის მოსწავლე დღეს დაიკარგა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანმა დედას წერილი დაუტოვა და დაემშვიდობა.

ოჯახის ახლობლის თქმით, გოგონა საკუთარ ძმასთან ერთად წავიდა სკოლაში, თუმცა სკოლაში არ შესულა და წერილი ძმას გადასცა.

“ძალიან მიყვარხარ, არ მოგენატრო, რადგან სხვანაირად მოვალ”- წერია წერილში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის.

“არ აქვს არც სამგზავრო ბარათი, არც ტელეფონი, დაწერილი აქვს წერილი და სავარაუდოდ, ემშვიდობება დედას. “ძალიან მიყვარხარ და არ მოგენატრო სხვანაირად მოვალო”-ამბობს ახლობელი.

არსებული ინფორმაციით, გოგონა უცხო ქალბატონმა იპოვა და ოჯახს შეატყობინა.

ნიუპოსტი