„ეს ბიჭი ტყეში აიყვანეს… რაც უქნეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა, ციხეში არ გაუკეთებიათ მისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს“ – გაბედავას სკანდალური ინტერვიუ

„ეს ბიჭი ტყეში აიყვანეს... რაც უქნეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა, ციხეში არ გაუკეთებიათ მისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს“ - გაბედავას სკანდალური ინტერვიუადამიანების დამცირებისა და წამებაში “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მისი ყოფილი მხარდამჭერი გიორგი გაბედავაც ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერი შემზარავ ისტორიას იხსენებს.

მისი თქმით, მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემისთვის მისი მეგობარი სუს-ის მაღალჩინოსნებმა დააკავეს და ოქროყანის ტყეში აიყვანეს.

გიორგი გაბედავა საკუთარი მეგობრის სახელსა და გვარს არ ასახელებს, რადგან ამბობს, რომ მას არაადამიანურად მოეპყრნენ და ფაქტი შემდეგ ვიდეოკამერით გადაიღეს.

„დამიკავშირდა ადამიანი, რომელსაც ციხიდან ვიცნობდი, რომ მან საზარელი რამ მომიყვა და მივხვდი, რომ საქართველოში გაჩერება აღარ შემეძლო. მან ამიხსნა ძალიან მძიმე სურათი დამიხატა, თუ როგორ აიყვანეს ოქროყანაში სუს-ის მაღალჩინოსნებმა, როგორ აწამეს ის იმის სანაცვლოდ, რომ ეთქვა ჩემზე, რომ მე თურმე ვაუპატიურებდი პატიმრებს ციხეში. ამ ბიჭს რაც უქნეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა, ციხეში არ გაუკეთებიათ მისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს,“- განაცხადა გიორგი გაბედავამ.