გადამალული ზურაბიშვილი და ივანიშვილ-კობახიძის ბანერები – აუდიტის სამსახური ფაქტს შეისწავლის

გადამალული ზურაბიშვილი და ივანიშვილ-კობახიძის ბანერები - აუდიტის სამსახური ფაქტს შეისწავლისშეიცავს თუ არა უკანონო შემოწირულობის ნიშნებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ახალი სარეკლამო ბანერები, რომლებზეც “ქართული ოცნების” ლიდერები არიან გამოსახულნი – ამ ფაქტს აუდიტის სამსახური შეისწავლის.

როგორც უწყებაში „ნიუპოსტს“ განუცხადეს, გამოითხოვენ ინფორმაციას ფინანსური ხარჯების შესახებ როგორც სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან, ისე – „ქართული ოცნებიდან”.

დღეს წინასაარჩევნო ბილბორდებზე პრეზიდენტობის ე.წ. კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილისა და „ოცნების“ სხვა ლიდერების ფოტოები განათავსეს.