გახარია – “დავინახეთ ესკალაციის მზარდი საფრთხე და ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ”

გახარია - "დავინახეთ ესკალაციის მზარდი საფრთხე და ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ"პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე პირველი კომენტარი გიორგი გახარიამ სამეგრელოდან გააკეთა.

„ჩვენ ვდგავართ ჩვენი მოქალაქეების გვერდით, ყოველთვის და ჩვენ ერთად ვსწავლობთ ქვეყნის შენებას, ჩვენი მიზანია შენება და უსაფრთხოება. კარავი არასოდეს არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი. პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების და პირველ რიგში აქციის მონაწილეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. თუმცა, დავინახეთ რა ესკალაციის მზარდი საფრთხე, რისკების შესაძლებლობა და დესტაბილიზაციის რისკი, ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები და დღეს, პარლამენტის წინ ჩვენ ვხედავთ საჭიროზე მეტ კარავს.

პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა და ზრუნავდა ჩვენს მოქალაქეებზე , ის გააგრძელებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გავაძლიერებთ ჩვენს დანაყოფებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ და აქედან გამომდინარე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პირობებშიც პოლიცია სრულად შეასრულებს თავსი ფუნქციას, რომ უზრუნველოყოს უსაფრთხოება მოქალაქეების და პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, აქციის მონაწილეების. აქვე მინდა აღვნიშნო, ერთი ადამიანის ტკივილის გამოყენება ვიწროპოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა ინტერესისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობაა,” – განაცხადა გახარიამ.