“გეებს ყოველთვის ვხიბლავდი, ცოტა მანერვიულებდა ეს ფაქტი, კაცურად ხომ არ გამოვიყურები-თქო…”

"გეებს ყოველთვის ვხიბლავდი, ცოტა მანერვიულებდა ეს ფაქტი, კაცურად ხომ არ გამოვიყურები-თქო..."რუსუდან ხანიაშვილი-ვითაუერმა ფეისბუქში დაწერა:

“ესე იგი, სამი თვეა ამ ახალ ადგილას ვმუშაობ… ნუ ერთი თვე სულ ტრეინინგები და ტესტები იყო.
ხოდა, ასეთი მოსაწყენი, უნიათო და საშინლად დაბალი დონის კლიენტებს არსად შევხვედრივარ… არ ვიცი , უნდა ვახსენო ეს კომპანია? (ესენი თარგმნიან და ცდილობენ გაიგონ, რას ამბობ). მომლედ, დღეს, როგორც იქნა შემხვდა ორი საინტერესო ტიპი… ერთი იყო აფრიკელ-ამერიკელი კაცი, ჩემზე ბევრად უფროსი, ძალიან ინტელიგენტური გარეგნობით…. ხოდა, პენსიაზე ვარ უკვეო… და რა იყო თქვენი პროფესია მანამდეთქო (სისტემა კითხულობს, მე არა), საბარგო მანქანის მძღოლი ვიყავიო. მკითხა, სადაური ვარ, საქართველო რუსეთის პროვინცია ეგონა… როცა საბარგო მანქანების მძღოლებზე ფიქრობ, რა სტერეოტიპი გიდგება? როცა ვეკითხებოდი რაღაცეებზე, საიდან იცითქო და გაზეთებს ვკითხულიბო.ქართული ალფაბეტი ვაჩვენე, ცოტა ველაპარაკე ჩვენს ისტორიაზე და ა.შ. ისე დაინტერესდა, წასვლა აღარ უნდოდა ?… ძალიან სასიამოვნო იყო ასეთი ცნობისმოყვარე და გონებაგახსნილი, ჭკვიანი ადამიანის გაცნობა.
მერე შემოდის კლიენტი, უკვე სისტემაში შევიტანე, რომ დამთავრდა ჩემი საათები, ვდგები და მივდივარ, ხოდა ხომ ვერ უეზრდელები, შეკითხვები ქონდა პროცენტებთან , ანგარიშებთან და ა.შ. დაკავშირებით… ხოდა, ვერ ვიტან დემოკრატებსო (კარგად გამოიყურებოდა, გარუჯული კანი მწვანე თვალები, ჩემი ასაკის, მაგრამ სექსი და მიმზიდველი და საკაიფოდ ჩაცმული. ხოდა, აგინებს ამ ლიბერალებს, ურწმუნოებს და მეუბნება, ჩემი ბოიფრენდი ძალიან აგრესიულია მათ მიმართ, და ზოგჯერ მარცხვენსო, მაგრამ, სამაგიეროდ კარგად გამოიყურებაო… ვეკითხები, გეი ხარ და გეზიზღება დემოკრატები? და აბსოლუტურდო ?….ამ გეიმ, რა მაგარი ვინმე ხარი, სამხატვრო გალერეაში უნდა მუშაობდეო…. და ასეთი მშვენიერი აქცენტი ჯერ არ მომისმენიაო (ჩემი აქცენტი ბევრჯერ ახსენა). ხოდა, იცოდა, საქართველოს შესახებ, რა თქმა უნდა.
გეებს ყოველთვის ვხიბლავდი:-), ცოტა მანერვიულებდა ეს ფაქტი, კაცურად ხომ არ გამოვიყურებითქო:-). სიბერე კარგია ამ მხრივ, აღარ აქვს მნიშვნელობა ჩემა “გამოყურებას” ? იმდენი ქათინაური მომცა. ძალიან კონსერვატორი, კათოლიკე გეი, რა საინტერესოა!!!!!”