გეტებორგი გიორგი ხარაიშვილის გამოსყიდვას აპირებს

გეტებორგი გიორგი ხარაიშვილის გამოსყიდვას აპირებსშვედური გუნდი გეტებორგი გიორგი ხარაიშვილის გამოსყიდვას აპირებს, რადგან ხარაიშვილი ძალიან კარგ სეზონს ატარებს და მის ანგარიშზე უკვე 9 გატანილი გოლია. ამჟამად ხარაიშვილი გეტებორგში იჯარის წესით თამაშობს და შვედური გუნდი მის ყიდვას 300 ათას ევროდ აპირებს.

ხარაიშვილი 22 წლის არის და ის საქართველოში ერთ-ერთ პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება და გეტებორგამდე ის საბურთალოს ღირსებას იცავდა, სადაც გუნდის მთავარი ლიდერი იყო.