გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართასაქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან, ლუკას ბეგლინგერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

ქვეყნის პირველმა პირმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული მოღვაწეობისათვის და საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა საქართველოსი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც ბეგლინგერის დიპლომატიური საქმიანობის პერიოდში განხორციელდა. გიორგი მარგველაშვილმა ლუკას ბეგლინგერს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.