გორში ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის მოსაძებნად იაგო ნებიერიძე მიიყვანეს

გორში ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის მოსაძებნად იაგო ნებიერიძე მიიყვანესგორში, კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე სამართალდამცველები ამ დრომდე რჩებიან. გარკვეული მონაკვეთი, დაახლოებით 200 კვმ პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვული. ადგილზე იმყოფებიან 14 წლის წინ, 2004 წლის პირველ ნოემბერს გორში გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ზაქრო ბერძნიშვილის ოჯახის წევრები.

მიმდინარე ოპერატიული ღონისძიების დეტალებზე გაუჩინარებული ბავშვის მშობლები და ნათესავები დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ და ვარაუდობენ, რომ ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ დაკარგული ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფლად სწორედ ეს ტერიტორია მიუთითა და, შესაბამისად, სამძებრო ღონისძიებებიც აქ მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამ საღამოსვე პოლიციის ლენტით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდა, რომლის დროსაც შესაძლოა სამართალდამცველებს ბრალდებული ნებიერიძეც ჰყავდათ ჩამოყვანილი.

ადგილზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. უცნობია, მოხერხდა თუ არა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების მიმდინარეობისას გაუჩინარებული ბავშვის ადგილსამყოფლის დადგენა.

ინტერპრესნიუსი