“გულმოკლული ქვრივი საყვარელი ქალისა და ნანატრი შვილის დაზიანებული სხეულების გამოსვენებას ელოდა…”

"გულმოკლული ქვრივი საყვარელი ქალისა და ნანატრი შვილის დაზიანებული სხეულების გამოსვენებას ელოდა..."ფონიჭალაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი სოფიო ყაველაშვილის ახლობელი, სალომე ტაბატაძე სოციალურ ქსელში, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის შესახებ ემოციურ  წერილს აქვეყნებს.

“ირგვლივ ბნელა, ჯერ ვერ გავრკვეულვარ არსებულ სინამდვილეში, მაგრამ ერთი ვიცი მტკივა და თანაც ისე, რომ სიამოვნებით მივეგდებოდი ქუჩის რომელიღაც კუთხეში მარტოდმარტო და წვიმით დანამულ სახეს ჩემს სისხლნარევ ცრემლებს გავაყოლებდი.

ჩემი არსება შეაძრწუნა გულმოკლული ქვრივის აუტანელმა ტკივილმა, რომელიც საყვარელი ქალისა და ნანატრი შვილის დაზიანებული სხეულების გამოსვენებას ექსპერტიზის შენობის წინ ელოდა.

აუტანლად მძიმე სანახავია სახედახოკილი მოხუცი ქალი, რომელმაც უკვე აღარ იცის გარდაცვალებულთა სხეული თუ ცოცხლად დარჩენილი ვაჟი იტიროს, რომელიც ამ ტრაგედიის შემდეგ გვამს დამსგავსებია. იმდენად დაბნეული ვარ, მიჭირს დაჯერება, რომ ეს ნამდვილად ჩვენი ოჯახის თავს ხდება. სანამ ვიცოცხლებ თქვენ სულ ჩემთან იქნებით.”- წერს ტრაგიკულად გარდაცვლილი სოფიო ყაველაშვილის ახლობელი.

პრაიმ ტაიმი