იგოეთთან ოპელი გზიდან გადავარდა – 4 მგზავრი დაშავდა

იგოეთთან ოპელი გზიდან გადავარდა - 4 მგზავრი დაშავდათბილისის მიმართულებით მოძრავი ,,ოპელის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა იგოეთთან, ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 მგზავრი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.