ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი გადადგა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„დიახ, მე ვტოვებ ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტს. უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ უნდა დაგვესრულებინა ჩვენი ქმედებები ღაზას სექტორში. ის დარტყმა, რომელიც ჩვენ ღაზას სექტორში ტერორისტულ ინფრასტრუქტურას მივაყენეთ, ჩემი აზრით, არასაკმარისი იყო. თავდაცვის მინისტრის პოსტზე დარჩენით არ ვიცი როგორ შევხედავდი თვალებში სამხრეთ ისრაელის მოსახლეობას“, – განაცხადა ავიგდორ ლიბერმანმა.

ავიგდორ ლიბერმანმა, რომელიც პარტია „ჩვენი სახლი – ისრაელი“-ს ლიდერია, განაცხადა, რომ „ბოლო თვეების განმავლობაში ისრაელი არასწორ პოლიტიკას აწარმოებს“. მან ასევე გააკეთა განცხადება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ჰამასმა“ და ღაზას სექტორის სხვა დაჯგუფებებმა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც „ასოშიეიტედ პრესი“ იტყობინება მხარეები მოლაპარაკებებს ეგვიპტის შუამავლობით აწარმოებდნენ.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018