„ივანიშვილმა რიგი დააყენა “ქართუ ბანკთან,” ყველას იბარებენ და სთხოვენ ქეშით მიიტანონ ფული” – უდუმაშვილი

„ივანიშვილმა რიგი დააყენა "ქართუ ბანკთან," ყველას იბარებენ და სთხოვენ ქეშით მიიტანონ ფული" - უდუმაშვილიგაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ბიზნესზე ზეწოლისა და რეკეტის შესახებ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახის წევრის განცხადებას გამოეხმაურა.

უდუმაშვილის შეფასებით, ივანიშვილი საკუთარი ფულით არავის დაეხმარება და ის ბიზნესისთვის წართმეული ფულით აპირებს მოვალეთა შავ სიაში მყოფი 600 ათასი პირის ვალის დაფარვას.

„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ბუნებრივია მით უფრო გააძლიერებდა ბიძინა ივანიშვილი ტერორს ბიზნესზე… ის ხომ ცნობილი ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის საკუთარი ფულით არაფერს აფინანსებს და არც იმ პროექტს დააფინანსებდა რომელიც ბახტაძეს გამოაცხადებინა ე.წ. ამნისტიის შესახებ, ბიზნესს მოუწევს ამის საკუთარი ჯიბიდან გადახდა, სწორედ ამიტომ რიგი დააყენეს “ქართუ ბანკთან,” ყველას იბარებენ და ყველას სთხოვენ ქეშით მიიტანონ ფული, რომ რაღაც პროექტები განახორციელოს ბიძინა ივანიშვილმა. ეს ყველაფერი დასრულდება მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ბიზნესი საქართველოში სულ ღაფავს გარდა იმ ბიზნესისა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან,“-ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

კურიერი” მორიგ სკანდალურ ინფორმაციას და ჩანაწერებს ავრცელებს. “რუსთავი 2”- ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახი მათ დაუკავშირდა და უამბო, რომ ელიზბარაშვილს “ქართუ ბანკში” 10 დეკემბრამდე 20 მილიონი ლარის მიტანა დაავალეს.

ბიზნესმენის ყოფილი ცოლის მტკიცებით, ბიზნესმენებს ყოველთვიურად 300 ათასი ლარის შეტანასაც აიძულებენ, თუმცა ეს თანხა არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება.