კლოპი: ”სეზონი წარმატებული იქნება, თუ ჩემპიონები გავხდებით”

კლოპი: ”სეზონი წარმატებული იქნება, თუ ჩემპიონები გავხდებით”ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა ლივერპულისთვის სეზონი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ ისინი ჩემპიონები გახდებიან. კლოპის აზრით, ლივერპულის ჩემპიონობის დრო მოვიდა:

”პრემიერ ლიგის მოგება ძალიან გვინდა და გუნდში ამ მხრივ ყველა ერთ განწყობაზეა. ჩემპიონთა ლიგაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სეზონი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული თუ ინგლისის ჩემპიონატს მოვიგებთ”–განაცხადა იურგენ კლოპმა.