ლუის სუარესი: ”მესის გარეშეც ძლიერები ვართ”

ლუის სუარესი: ”მესის გარეშეც ძლიერები ვართ”ბარსელონას ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა რეალთან გამარჯვებაზე ისაუბრა და თქვა რომ ბარსელონა მესის გარეშეც საკმაოდ ძლიერია. სუარესის აზრით მესის ტრავმა გუნდისთვის სასარგებლოც იყო, რადგან ბარსელონა მის გარეშე თამაშსაც შეეჩვია:
”ყველამ კარგად დაინახა რომ ბარსელონა მხოლოდ მესი არ არის, მიუხედავად იმისა რომ ის უდიდესი ფეხბურთელია. რეალთან და ინტერთან ჩვენ ყველას ვაჩვენეთ ჩვენი ძალა და როდესაც მესი დაბრუნდება, კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით”–განაცხადა ლუის სუარესმა.