მთავრობა „საქართველოს ფოსტის“ და რკინიგზის პრივატიზებას გეგმავს

მთავრობა „საქართველოს ფოსტის“ და რკინიგზის პრივატიზებას გეგმავსმთავრობა „საქართველოს ფოსტის“ და რკინიგზის პრივატიზებას გეგმავს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, გეგმაშია სახელმწიფო ელექტროსისტემის პრივატიზებაც, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს შეჩერდა ბაზარზე არსებული „გამოწვევების“ ფონზე.

„ჩვენ უნდა გავზარდოთ ამ კომპანიების ეფექტურობა, რათა მათი პრივატიზება მოვახდინოთ“, – ამბობს ქობულია.

Bloomberg წერს, რომ ფოსტის გაყიდვით, მთავრობა ათობით მილიონ ლარს მიიღებს, საქართველოს რკინიგზის შემთხვევაში კი საუბარია სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული წილის შენარჩუნებაზე.

სახელმწიფო კომპანიებში წილების გაყიდვით, ქობულია ეკონომიკური ზრდის წახალისებას ელოდება, რომელიც მისი თქმით, 2025 წლისთვის 7%-ს მიაღწევს.

ბიემჯი