ნეიმარის ტრავმა სერიოზული არ არის

ნეიმარის ტრავმა სერიოზული არ არისპსჟ-ს და ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა ნეიმარმა კამერუნის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში კუნთის ტრავმა მიიღო და მოედანი დროზე ადრე დატოვა. ბრაზილიის ნაკრების ექიმის თქმით ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა ნეიმარი გამოკვლევებს მაინც ჩაიტარებს.

აღსანიშნავია რომ ტრავმა კილიან მბაპემაც მიიღო, თუმცა მისი ტრავმაც არ აღმოჩნდა მძიმე, ამიტომ სავარაუდოდ პსჟ-ს ორივე ვარსკვლავი ითამაშებს ლივერპულის წინააღმდეგ. ლივერპულთან შეხვედრა პსჟ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფრამგულ გუნდს მხოლოდ მოგება აძლევს ხელს.