ნიკო კოვაჩს ბენფიკასთან წაგების შემთხვევაში ბაიერნიდან გაუშვებენ

ნიკო კოვაჩს ბენფიკასთან წაგების შემთხვევაში ბაიერნიდან გაუშვებენბაიერნი წლევანდელ სეზონში ძალიან ცუდად თამაშობს და გუნდი გერმანიის ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა. ბუნებრივია ამის გამო ბაიერნის ხელმძღვანელობას პრეტენზია ნიკო კოვაჩთან აქვს და შესაძლოა მალე მან თანამდებობა დატოვოს.

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ბაიერნი საკუთარ მოედანზე ბენფიკას ეთამაშება და თუ მიუნხენელები დამარცხდნენ, მაშინ კოვაჩს გაანთავისუფლებენ. უკვე კოვაჩის შემცველელებზეც დაიწყო საუბარი და არსენ ვენგერის სახელმაც გაიჟღერა, რომელიც სამწვრთნელო კარიერის დასრულებას არ აპირებს.