პოლ პოგბა იუნაიტედიდან წასვლას არ აპირებს

პოლ პოგბა იუნაიტედიდან წასვლას არ აპირებსმანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთმა ლიდერმა პოლ პოგბამ განაცხადა რომ ის წასვლას არ აპირებს და არც იუვენტუსში დაბრუნდება. პოგბას თქმით ის ტურინში უბრალოდ ძველი მეგობრების სანახავად ჩავიდა და მეტი არაფერი:

”ჩემი მანჩესტერიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა და მე მინდა რომ იუნაიტედში რაც შეიძლება ბევრი წელი გავატარო. ტურინში მყავს მეგობრები, ამიტომ ჩავდივარ ხოლმე მათ სანახავად, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ იუვენტუსში დაბრუნებას ვაპირებ”–განაცხადა პოლ პოგბამ.

პოგბა მანჩესტერ იუნაიტედში 2016 წელს გადავიდა.