ქართული მატყლი ევროკავშირში იყიდება

ქართული მატყლი ევროკავშირში იყიდება„ქართული მატყლის კომპანიას“ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს. კომპანიის დამფუძნებლის ზაურ კულიევის განცხადებით, მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებსა და კონტროლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ევროკავშირში მატყლის შეტანას N142/2011 რეგულაცია განსაზღვრავს, რომელიც მწარმოებლისგან დაუმუშავებელი მატყლის დაცული და დალუქული სახით გაგზავნას პირდაპირ გადამამუშავებელ კომპანიებში მოითხოვს.
ზაურ კულიევის განცხადებით, მატყლზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით შემცირდა. კომპანიისთვის მნიშვნელოვან პრობლემას ლარის კურსი წარმოადგენს, რადგან დოლარის გამყარებამ პროდუქციაზე ფასის ვარდნა გამოიწვია.
„ქართული მატყლის კომპანიის“ პროდუქციაზე მოთხოვნა განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის ბაზარზეა.

ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად ემზადება ქართული თაფლი.
ახალციხის კოოპერატივ “კოდი”-ის თაფლის ნიმუში გერმანიის ბაზარზე გაიგზავნა. როგორც კოოპერატივის წარმომადგენელი გიორგი მერაბიშვილი ამბობს, თაფლმა წარმატებით გაიარა ტესტირება და ის აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს.
მისი თქმით, კოოპერატივი დაახლოებით 2 წელიწადში უკვე ინტენსიურად დაიწყებს პროდუქციის ექსპორტზე გატანას. კოოპერატივმა თავისი საქმიანობა ფერმერთა ასოციაციისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროექტის დახმარებით განავითარა, რომლის ფარგლებშიც მათ სხვადასხვა მანქანა-დანადაგარები გადაეცათ.
“რამდენიმე საექსპორტო შემოთავაზება უკვე გვქონდა. ჩვენი თაფლის ნიმუშები ჯერ-ჯერობით ვცდილობთ, რომ დავმკვიდრდეთ ადგილობრივ ბაზარზე და სამომავლოდ, დაახლოებოთ 2 წელიწადში ვფიქრობთ, რომ ინტენსიურად დავიწყოთ ჩვენი პროდუქტის ექსპორტი”, – ამბობს  გიორგი მერაბიშვილი.
ბიემჯი