გიორგი ვაშაძე – “ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი მატყუარა ადამიანების ერთობლიობა”

გიორგი ვაშაძე - "ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი მატყუარა ადამიანების ერთობლიობა"გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი მატყუარა ადამიანების ერთობლიობა, რომელმაც არაერთხელ მოატყუა საზოგადოება თავისი დაპირებებით. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

გიორგი ვაშაძე მთავრობის იმ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 600 ათასი მოქალაქის ვალს, ჯამში მილიარდ ნახევარ ლარს, ფონდი „ქართუ“ გადაიხდის. გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაპირებები არ შეუსრულებია და არც ამ დაპირებას შეასრულებს. ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლების ეს დაპირება ტყუილის გარდა, აბსურდული, შინაარსსმოკლებული და ბუნდოვანია. გიორგი ვაშაძემ მოქალაქეებს შეახსენა, რომ არსებობს ვებგვერდი dreammeter.ge, რომელზეც მოცემულია „ქართული ოცნების“ მიერ შეუსრულებელი დაპირებები.

“ქართული ოცნება” არის ჩვეულებრივი მატყუარა ადამიანების ერთობლიობა, რომელმაც არაერთხელ მოატყუა საზოგადოება თავისი დაპირებებით. გუშინ ისინი გამოვიდნენ კიდევ ერთი ცრუ დაპირებით, რომლითაც უნდათ, რომ შეცდომაში შეიყვანონ ამომრჩეველი და ფიქრობენ, რომ სიცრუით შეეცდებიან არჩევნების ბედი შეცვლას. მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვმართო და ვთქვა, ხალხო, ამ მატყუარებს ერთადერთი რამ უშველის, თქვენი ხმა და თქვენი ხმა არის ამომრჩევლის ბიულეტენი, რომლითაც არჩევნებზე მიდიხართ. დარწმუნებული ვარ, რომ იმ სიცრუეზე, რომელიც მათ გუშინ განაცხადეს, არ წამოეგებით, რადგან მათ არაერთგზის მათ უკვე თქვენი მოტყუება სცადეს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.