ქართველი მეწარმეებისთვის 7 მილიონიანი ბაზარი იხსნება

ქართველი მეწარმეებისთვის 7 მილიონიანი ბაზარი იხსნებაეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში რატიფიცირებისთვის „საქართველო-ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება წარადგინა.

შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლის მოლაპარაკებების პროცესში ჰონგ კონგი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა.

„წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ ერთის მხრივ გაიზრდება სავაჭრო ბრუნვა მხარეებს შორის, ხოლო მეორეს მხრივ ქართველ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7 მილიონიან მაღალმსყიდველუნარიან სამომხმარებლო ბაზარს“ – ნათქვამია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.

საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2018 წლის 28 ივნისს მოეწერა. შეთანხმების თანახმად მხარეები ითანამშრომლებენ ისეთი მიმართულებით როგორიცაა: სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, საბაჟო პროცედურები და ვაჭრობის ხელშეწყობა, წარმოშობის წესები, გარემოს დაცვა და ვაჭრობა, ვაჭრობაში დაცვითი ზომები, ინტელექტუალური საკუთრება, კონკურენცია, დაფუძნება და სხვა.

აღნიშნული შეთანხმების განხორციელება არ არის დაკავშირებული სპეციალურ ვადებთან და იგი ამოქმედდება შეთანხების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გათვალისწინებული ყველა პროცედურების დასრულების შემდეგ.

ბიემჯი