სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 5-ზე მეტი მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­დ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 5-ზე მეტი მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­დსა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 5-ზე მეტი მი­წის­ქვე­შა ბიძ­გი და­ფიქ­სირ­და. მათ­გან ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი რა­ჭა­ში, ონში იყო და 5.1 მაგ­ნი­ტუ­და შე­ად­გი­ნა.

მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და თბი­ლის­შიც. სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­და­ქა­ლაქ­ში ეპი­ცენ­ტრი პა­ტა­რა ლი­ლოს­თან მდე­ბა­რე­ობ­და და სიმ­ძლავ­რე 2.8 ბალი იყო.

სე­ის­მუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი მა­ნა­ნა ძმა­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ პა­ტა­რა ლი­ლოს­თან ბოლო პე­რი­ოდ­ში მი­წისძვრა რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და, გუ­შინ­დე­ლი ბიძ­გი კი მო­სახ­ლე­ო­ბამ ძა­ლი­ან სუს­ტად იგ­რძნო. თბი­ლის­ში გან­მე­ო­რე­ბი­თი ბიძ­გე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

ძმა­ნაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მცი­რე ბიძ­გე­ბი ამ წუ­თებ­შიც გრძელ­დე­ბა ონში, სა­დაც 5.1 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრას ავ­თერ­შო­კე­ბი მოჰ­ყვა. მისი თქმით, სა­ათ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 6 ბიძ­გი ფიქ­სირ­დე­ბა, რაც სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და მცი­რე რყე­ვებს მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ გრძნობს.

რეზონანსი