”საქართველოს ვიცავ სალომესგან” – რას ამბობს მოქალაქე, რომელიც აქციას “არა ნაცებს” ესწრებოდა

პარლამენტის შენობიდან სულ რამდენიმე მეტრში, აქცია “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, დაახლოებით საათ ნახევარი გაგრძელდა. აქცია თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობდა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით აქცია-მსვლელობა რუსთავში დაიწყო. მას მოძრაობა „არა ნაციზმის“ დამფუძნებლებიც შეუერთდნენ.

მათი აზრით, დაუშვებელია ქვეყანა უკან დაბრუნდეს, რის გამოც, ყველას მოუწოდებენ არჩევნების მეორე ტურში ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცენ, თუმცა თავისუფლების მოედანზე დღეს შეკრებილთა ნაწილმა არც კი იცოდა ზუსტად რა მიზეზით და ვისი ორგანიზებით იყვნენ ქალაქის ცენტრში მისულები.

„მინდა რომ საქართველო დავიცვა. სალომესგან ვიცავ,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ზოგიერთ მათგანს კი ფლაერები სახელწოდებით “არა ნაცებს” ისე დაურიგეს, რომ არც იცოდნენ, რას გულისხმობდა ის.

„ჩვენ ტურისტები ვართ, არ ვიცი რა აქციაა, ჩვენ ჩამოსული ვართ და მომცეს ეს ხელში და დავიკავე,“ – აღნიშნა კიდევ ერთმა მოქალაქემ.

აქციის მონაწილეები განსაკუთრებით აგრესიულად იყვნენ განწყობილი “რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფების მიმართ.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018