სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდასასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა – ეს განცხადება ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ყოფილ მთავარ პროკურორს ცემას ედავებიან. თუმცა უფლებადამცველის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

საქმე ეხება გასულ წელს ელცენტროში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც  ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა.

ფარცხალაძის უფლებადამცველის თქმით, ბრალის წარდგენის საფუძველი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა გახდა.

“გვაქვს უკვე საშუალება, რომ ჩავიხედოთ საქმის მასალებში, რადგან უკვე მხარეს წარმოვადგენთ,”-განაცხადა მოსიაშვილმა.

გაგი მოსიაშვილის თქმით, ელცენტროს ინციდენტთან დაკავშირებით რაიმე სახის ბრალეულობა არ არსებობს და ოთარ ფარცხალაძე პროვოცირების მსხვეპლია.

უფლებადამცველი ამბობს, რომ გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით ბრალდების მხარემ მოითხოვა.