სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა – იტყუებიან თუ არა პედაგოგები?

სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა - იტყუებიან თუ არა პედაგოგები?დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა – ეს ის ვერსიაა, რაზეც პედაგოგები საუბრობენ და ირწმუნებიან, რომ მეორე სართულიდან გადავარდნილმა მოსწავლემ მათ თავად უთხრა, რომ სელფის იღებდა, რომლის დროსაც წონასწორობის დაცვა ვერ შეძლო.
თუმცა, პედაგოგების ვერსიას თავდაყირა აყენებს, ექიმ-რეანიმატოლოგის, ნანა ჯიბუტის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ გოგონა “მედალფას” სამედიცინო ცენტრში უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს.

მისი თქმით, მას წათმეული ჰქონდა მეტყველების უნარიც.

“უმძიმესი ტრავმებით შემოიყვანეს გოგონა, მას აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ტვინის შერყევის მძიმე ფორმა, აქვს მრავლობითი დაზიანებები. გოგონას წართმეული ჰქონდა მეტყველების უნარი, ცნობიერება არ ჰქონდა”-გვეუბნება “მედალფას” ექიმი.

რაც შეეხება დეტალებს, რაზეც თავად სკოლაში პედაგოგები ჰყვებიან. მათი განცხადებით, მეთორმეტეკლასელი ნ.ჯ კლასელებთან ერთად, სპორტის გაკვეთილზე იყო, რომლის დროსაც მობილურზე ვიღაცამ დაურეკა. გოგონამ გაკვეთილი მიატოვა და მეორე სართულზე, მეექვსე კლასის ოთახში შევიდა.

პედაგოგების თქმით, გოგონა ფანჯრის რაფაზე სელფის იღებდა და შემთხვევით გადავარდა.

“როცა ჩავვარდით ქვემოთ, თავად ბავშვმა გვითხრა, რომ ის სელფის გადაღების დროს გადმოვარდა” – აცხადებენ პედაგოგები.

ტელეფონი იმავე ფანჯრის რაფაზე დადებული იპოვეს, მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნება.

ჩოხატაურის პოლიციაში მომხდარზე სკოლის დირექტორისა და მეთორმეტე კლასის დამრიგებელის დაკითხვა მიმდინარეობს. თავად დაშავებული კი, რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს.

ნიუპოსტი