სირიაში პანკისელი ადამ გუმაშვილი დაიღუპა – ის თარხან ბათირაშვილის მეგობარი იყო

სირიაში პანკისელი ადამ გუმაშვილი დაიღუპა - ის თარხან ბათირაშვილის მეგობარი იყოსირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსთვის“ მებრძოლი კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა. პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში გუმაშვილების ოჯახს ადამ გუმაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს შეატყობინეს.

ფაქტს ადასტურებს ადამ გუმაშვილის ოჯახის წევრი.

გავრცელებული ინფორმაციით, ადამი სირიაში ხუთი წლის წინ წავიდა და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გავლენიანი პირი იყო. ის დაახლოებული იყო ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერთან, თარხან ბათირაშვილთან, რომელიც ასევე წარმოშობით პანკისის ხეობიდან იყო.

44 წლის ადამ გუმაშვილი ხეობაში ცნობილი მწერლის, მთარგმნელისა და უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის სულეიმან გუმაშვილის ვაჟია.

მისი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ზუსტად ერთი წლის წინ თბილისში, გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, სირიაში ბოლო წლების განმავლობაში, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 31 პანკისელი დაიღუპა.

პირველი არხი