სისხლიანი გარჩევა მუხიანში – 1 ადამიანი მოკლეს, 1 დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა მუხიანში - 1 ადამიანი მოკლეს, 1 დაჭრესთბილისში, მუხიანში, სისხლიანი გარჩევის შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს, ხოლო ერთი დაჭრეს.

შემთხვევა თბილისის გარეუბანში გვიან ღამით მოხდა, დაშავებული მამაკაცი დაზიანებებით მეხუთე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახალგაზრდას დაზიანება ბარძაყის არეში აქვს მიყენებული.

ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის, 236-ე იარაღის უკანონო შეძენა- შენახვისა და სხეულის მძიმე დაზიანების მუხლებით არის დაწყებული. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.