თეიმურაზ გორჯესტანი, რომელიც გრიგოლ ვაშაძის შვილს დებატებში იწვევს, დედის საარჩევნო კამპანიაში უკანონოდ მონაწილეობს

“ქართული ოცნების” შავი პიარის სპეციალისტების მიერ წინასწარ გაწერილი სცენარით გათვალისწინებული კიდევ ერთი სვლა – ასე აფასებენ სახელისუფლებო კანდიდატის პოლიტიკური ოპონენტები, სალომე ზურაბიშვილის შვილის ინიციატივას, რომელმაც გრიგოლ ვაშაძის ვაჟი დებატებში გამოიწვია. თეიმურაზ გორჯესტანმა ამის შესახებ განცხადება, სტუდენტებთან გააკეთა, სადაც ის წინასაარჩევნო შეხვედრაზე დედას ახლდა.

მან თქვა, რომ სურვილი აქვს ნოდარ ვაშაძესთან ერთად კულტურასა და ქართულ ენაზე ისაუბროს.

მისი ამ გამოსვლის შემდეგ ტაში და დედის რეპლიკა სცენარით, წინასწარ იყო გაწერილი. შვილის გამოსვლით კმაყოფილმა სალომე ზურაბიშვილმა თემურაზგორჯესტანს საქართველოს პრეზიდენტობაც უწინასწარმეტყველა.
თეიმურაზ გორჯესტანი დღეს დედასთან ერთად გამართული შეხვედრით წინასაარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად ჩაერთო.  მისი პოლიტიკური აქტივობით კი კანონი ირღვევა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას უკრძალავს.

შეეხება თუ არა კანონი “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის შვილს და დაეკისრება თუ არა მას შესაბამისი პასუხისმგებლობა, მისთვის უცხო ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო, ეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გადაწყვიტოს. ცესკო კი ამ დრომდე დუმს.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018