“თუ არჩევნების მეორე ტური გაყალბდება, უვიზო რეჟიმი შეჩერდება”

"თუ არჩევნების მეორე ტური გაყალბდება, უვიზო რეჟიმი შეჩერდება"ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიმდინარე პროცესები კრიტიკულად შეაფასეს.

როგორც ევროპარლამენტარმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ განაცხადა, საქართველოში არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა და მეორე ტურში გაყალბებით საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდება.

“შემაშფოთებელ სიგნალს ვიღებთ საქართველოდან, რომ ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს სამთავრობო სააგენტოს მიერ ყალბი პირადობის დაბეჭდვით რომ შეიცვალოს მეორე ტურის შედეგი. მეორე ტური ტარდება ოთხშაბათ დღეს, უჩვეულოა და ართულებს ოპოზიციის მომხრეებისათვის და ქართული დიასპორისათვის ხმის მიცემას ჩემი აზრით სიგნალი უნდა გავაგზავნოთ რომ არჩევნების გაყალბება ასოცირების ხელშეკრულების დარღვევა იმ ღირებულებების უპატივცემულობაა, რომელსაც საქართველო აღიარებს ასევე შეთანხმების ხელმოწერით თუ გაყალბების პროცესი გაგრძელდება. ხელშეკრულების დარღვევა შეიძლება მოჰყვეს დოკუმენტის ან უვიზო რეჟიმის შეჩერება.

გაყალბებით ირღვევა ფუნდამენტური ღირებულებები, რისი შესრულება ასოცირების ქვეყნებს მათ შორის საქართველოს ეკისრება,“ – განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა პოლონეთიდან.

ნიუპოსტი