ვარკეთილში 9 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს – ამბობენ, რომ გოგონა მამინაცვალს შემოაკვდა, რის შემდეგაც მან სახლში გაზი გაუშვა

ვარკეთილში 9 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - ამბობენ, რომ გოგონა მამინაცვალს შემოაკვდა, რის შემდეგაც მან სახლში გაზი გაუშვა“ნიუპოსტისთვის” უმძიმესი ფაქტი ხდება ცნობილი. თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში, 9 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც “ნიუპოსტს” ადგილობრივები უყვებიან, გოგონა სავარაუდოდ, მამინაცვალის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა, რის შემდეგაც მათივე ვერსიით, მამაკაცმა კვალის დაფარვის მიზნით, სახლში გაზი გაუშვა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
შემთხვევისას სახლში გოგონას დედაც იმყოფებოდა, რომელმაც ინტოქსიკაცია მიიღო.
მეზობლების თქმით, გარდაცვლილი და მისი დედა სამაშველო სამაშველო სამსახურმა იპოვა, რომელიც ადგილზე გარდაცვლილის ახლობლებმა გამოიძახეს.

ადგილობრივების თქმით, გოგონას გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. ნათესავები მასთან დაკავშირებას ცდილობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც დედა-შვილი კონტაქტზე არ გამოვიდნენ, მათ 112-ში დარეკეს.

მეზობლებისვე ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციამ უკვე წაიყვანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახი, აღნიშნულ კორპუსში ქირით ცხოვრობს და მათ ხშირად ჰქონდა კონფლიქტი.

მათივე მონაყოლის თანახმად, ბოლო ინცინდენტი ორი დღის წინ მოხდა, როცა გარდაცვლილის დედამ არასრულწლოვანი მეზობლის სახლში შეიყვანა და დახმარება სთხოვა.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.