14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები გორში – კულტურისა და დასვენების პარკში პოლიციელები არიან მობილიზებულნი

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები გორში - კულტურისა და დასვენების პარკში პოლიციელები არიან მობილიზებულნიშინაგან საქმეთა სამინისტრო გორში, 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოებს განაგრძობს.

სამართალდამცავები გორის კულტურისა და დასვენების პარკში არიან მობილიზებულნი

სამუშაოების ჩატარება 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე დაიწყო.