„აი, თურმე, როგორი ყოფილხარ, ღმერთო!“ – ინტერვიუ ნიკა რურუასთან

Venue.ge წარმოგიდგენთ ბლიც-ინტერვიუს ნიკა რურუასთან.

– რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ უბედურებად?
– ყველაზე დიდ უბედურებად მივიჩნევ ყველანაირ გაუნათლებლობას, სიბნელესა და კატეგორიულობას.

– უნარი (შესაძლებლობა), რომელსაც გინდათ, რომ ფლობდეთ?
– მინდა შემეძლოს ყველა სულიერისა თუ უსულოს ენის გაგება მთელი კოსმოსის მასშტაბით, მარტო დედამიწაზე არა.

– როგორ გსურთ გარდაცვალება?
– შიშის გარეშე, მშვიდად და უცებ.

– თქვენი დევიზი?
– Life, Liberty and pursuit of Happiness. (სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სვლა).

– თქვენი მთავარი მიღწევა?
– რომ არასდროს ვარ თვითკმაყოფილი. და ინტერესისგან დაცლილი.

– როდის გრძნობდით თავს ყველაზე ბედნიერად?
– თითქმის ყოველთვის.

– რას შეცვლიდით თქვენში?
– ბევრ რამეს. და ვცვლი კიდეც.

– რაც გაგაჩნიათ, იმისაგან რას უფრთხილდებით ყველაზე მეტად?
– ყველაზე მეტად ვუფრთხილდები ჩემს რწმენას და ღირებულებებს.

– თქვენი საყვარელი საქმიანობა?
– კითხვა, ფიქრი, საუბარი, სმენა.

– რაზე სწუხხართ ყველაზე მეტად?
– იმაზე, რომ ჩემი ქვეყანა არაა ჯერ თავისუფალი, განათლებული და ერთიანი.

– რა პრინციპულ (არაბიოლოგიურ) სხვაობას ხედავთ მამაკაცსა და ქალს შორის?
– არანაირს.

– რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
– გაფლანგული, უაზრო ცხოვრების.

– ოქროს თევზი გაშვების ნაცვლად, სამ სურვილს გისრულებთ. რას სთხოვდით?
– სურვილი პირველი – დეოკუპაცია ჩემი სამშობლოსი; სურვილი მეორე – მისი წევრობა NATO-ში. სურვილი მესამე – საქართველოსა და ამერიკის შორის სამხედრო დახმარების ხელშეკრულება, ისეთი, როგორც ა.შ.შ.-ს ტაივანთან და სამხრეთ კორეასთან აქვს.

– როგორ შემთხვევებში იტყუებით?
– როცა სხვა გზა არ არის.

– რა არ მოგწონთ საკუთარ გარეგნობაში?
– ზედმეტი წონა.

– 3 საყვარელი მწერალი?
– ხორხე ლუის ბორხესი; უილიამ ბერროუზი; ალის მანრო.

– ყველაზე ადვილად, რა მინუსების პატიება არ შეგიძლიათ ადამიანისათვის?
– შურიანობის, ორპირობის, ღალატის, მეწვრილმანეობის და უგულობის.

– საყვარელი გმირი რეალურ ცხოვრებაში?
– თომას ჯეფერსონი.

– ღმერთთან პირისპირ მოხვედრისას, რას ეტყვოდით მას?
– ააააა, აი, თურმე, როგორი ყოფილხარ, ღმერთო.

Venue.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018